ქართველი ტანმოვარჯიშე საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია
გერმანიაში ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ქართველმა ტანმოვარჯიშე მილა შავლაძემ ბაფთით ვარჯიშში 22,8 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იუნიორთა კატეგორიაში ეს მისი დებიუტი იყო.
რგოლით ვარჯიშის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობდა ნინო დათუნაშვილი, რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ტურნირში 16 ქვეყნის ცნობილი ტანმოვარჯიშეები მონაწილეობდნენ.
ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.