უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდს დრონებით შეუტიეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა საზღვრის გადალახვაც სცადეს
უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქს დრონებით შეუტიეს. დაჭრილია ერთი ადამიანი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
საჰაერო იერიშის შემდეგ სავაჭრო ცენტრს, „ბელგოროდ არენას“ მახლობლად ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ 46 უკრაინული დრონის განეიტრალება შეძლეს. აქედან 41 საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს. ასევე დრონები შეტევები განხორციელდა ბრიანსკის, კურსკის და ორიოლის ოლქებზე.
თავის მხრივ, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვაიჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე კრასნოიაურუჟსკის რაიონი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არის და მას უკრაინელებმა 29 ჭურვი ესროლეს. გუბერნატორმა სიტუაციას „რთული“ უწოდა.
ამასთანავე, რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ 17-18 მარტს ღამით, უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში საზღვრის გარღვევა სცადეს. შეტევა პრილესიეს, გრაფოვკის და დემოდოვსკის რაიონებში განხორციელდა. უკრაინელთა შეტევაში რამდენიმე ტანკი და კვადროციკლებზე ქვეითები მონაწილეობდნენ.
ტელეგრამ-არხები წერენ, რომ უკრაინელებს საზღვრის გარღვევა არ გამოუვიდათ. ბელგოროდის ოლქში სოფელ გრაფოვკიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.