ცენტრალურ არქივს ქართულ-იტალიური დიპლომატიური ურთიერთობის არქივი გადაეცა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, იტალიაში საქართველოს პირველი ელჩის, ბეგი თავართქილაძის თაოსნობით, ცენტრალურ არქივს ქართულ-იტალიური დიპლომატიური ურთიერთობის არქივი გადაეცა.
5 ენაზე შესრულებულ 400-გვერდიან დოკუმენტში თავმოყრილია საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ისტორიული დიპლომატიის ელემენტები და ნიმუშები.
მეცნიერებს დოკუმენტის დამუშავების შესაძლებლობა ეროვნულ არქივში ექნებათ.