top_leaderboard

ვლადიმერ ბოჟაძე: 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა პარლამენტის ქონება, ასევე კერძო საკუთრებები და ეს როგორც ჩანს, იყო ორგანიზებული დაფინანსებული სწორედ იმ ძალების მიმართ, რომლებსაც არ უნდათ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა

150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა პარლამენტის ქონება, ასევე კერძო საკუთრებები და ეს როგორც ჩანს, იყო ორგანიზებული დაფინანსებული სწორედ იმ ძალების მიმართ, რომლებსაც არ უნდათ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

დეპუტატმა პროკურატურის მიერ დაყადაღებული იმ ფონდების შესახებ ისაუბრა, რომლებიც, პროკურატურისვე განცხადებით, მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.

ასეთი ტიპის ფონდები, როგორც ჩანს, ახალისებდნენ დანაშაულს. როდესაც გარანტირებულად გეუბნებიან, რომ შეგიძლია პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლო და ყოფილი პრეზიდენტი შეგიწყალებს, შეგიძლია ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინო, რომელიც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს და ამ ჯარიმასაც ფონდები გადაგიხდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი [ფონდები] ახალისებდნენ ძალადობას. 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა პარლამენტის ქონება, ასევე კერძო საკუთრებები და ეს როგორც ჩანს, იყო ორგანიზებული დაფინანსებული სწორედ იმ ძალების მიმართ, რომლებსაც არ უნდათ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ