ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი დენ ბონჯინო, რომელმაც „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებას არაერთი წიგნი მიუძღვნა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე გახდა
ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი, პუბლიცისტი და რადიო წამყვანი დენ ბონჯინო, რომელმაც „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებას არაერთი წიგნი მიუძღვნა, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
დენ ბონჯინომ თანამდებობის დაკავებამდე საკუთარ პოდკასტებში არაერთხელ აღნიშნა, რომ „დიფ სთეითის“ განადგურების მიზნით ბრძოლას მთელ თავის ძალისხმევას დაუთმობს.