აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი: პუტინი და ტრამპი ძალიან კარგი მეგობრები არიან
„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კრემლის ლიდერი ძალიან კარგი მეგობრები არიან. ისინი ორიენტირებული არიან აშშ-სა და რუსეთს შორის კავშირების განმტკიცების გზების ძიებაზე,“- ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა განაცხადა. მის განცხადებას Sky News-ი ციტირებს.
გაბარდის თქმით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კავშირებს „ძალიან ღრმა ფესვები აქვს.“
„ჩვენ გვყავს ორი დიდი ქვეყნის ორი ლიდერი, რომლებიც ძალიან კარგი მეგობრები არიან. პრეზიდენტები ფოკუსირებულნი არიან იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ საერთო მიზნები და საერთო ინტერესები“, – აცხადებს გაბარდი.
ინფორმაციისთვის, 18 მარტს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი გაიმართება. როგორც კრემლში აცხადებენ, ლიდერების საუბარი მოსკოვის დროით 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შედგება.