ჰამასის“ ლიდერი: ისრაელმა საჰაერო თავდასხმებით მძევლებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა
„ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე ანკლავში დარჩენილი მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია“, – ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა ეზატ ალ-რიშკმა განაცხადა.
„ნეთანიაჰუს ომში დაბრუნების გადაწყვეტილება ოკუპაციის ტყვეების მსხვერპლად შეწირვისა და მათ წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილებაა. მტერი ომისა და განადგურების გზით ვერ მიაღწევს იმას, რასაც ვერ მიაღწია მოლაპარაკებების გზით“, – აღნიშნა ეზატ ალ-რიშკმა.