top_leaderboard

პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით მიიღო

პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება, ნაცვლად 2025 წლის 1 მარტისა.

კანონის მიღების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის პროცესის დაწყება და 2025 წლის მარტამდე დასრულება. ბუნებრივია, ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტრომ ინტენსიურად იმუშავა, საუბარია დაახლოებით 18 000 ჰა ფართობ ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიულად ქარსაფარი ზოლის ტერიტორიებს მიეკუთვნებოდა. დღეის მონაცემებით, ჩვენ უკვე ინვენტარიზებული გვაქვს დაახლოებით 6 100 ჰა ფართობი ტერიტორია. უნდა აღინიშნოს, რომ ქარსაფარი ზოლის დაახლოებით 20% არის შენარჩუნებული, დანარჩენი ფართობი კი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ინვენტარიზაციასთან ერთად ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რომ შეგვემუშავებინა ქარსაფარი ზოლის აღდგენის მეთოდოლოგია, მათ შორის, პრიორიტეტულად სად უნდა დავიწყოთ ქარსაფარი ზოლის აღდგენით სამუშაოები. აუცილებელია, რომ ინვენტარიზაციის სამუშაოები გაგრძელდეს და ვითხოვთ, რომ 2027 წლის პირველ იანვრამდე მოგვეცეს ვადა, სრულად დავასრულოთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლის საინვენტარიზაციო სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში დავიწყოთ გაშენების პროცესი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

ასევე იხილეთ