top_leaderboard

ფრიდრიხ მერცი: გერმანიაში რეფორმებია საჭირო და ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპის წინააღმდეგ პუტინის ომია

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიაში რეფორმებია საჭირო, რადგან ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპის წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტის ომია.

მერცმა აღნიშნა, რომ პუტინის ომის ნაწილი გერმანიის წინააღმდეგ მტრული და დივერსიული ქმედებებია.

მერცის თქმით, საქმე ეხება ჯაშუშობას, დეზინფორმაციული კამპანიებს და ევროკავშირის გაყოფისა და მარგინალიზაციის მცდელობებს.

„ევროპის წინააღმდეგ ომი და არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენ დავიცავთ თავს ღია საზოგადოებაზე თავდასხმებისგან, ჩვენს თავისუფლებაზე თავდასხმისგან, ყველაფრით, რაც ხელთ გვაქვს“, – განაცხადა მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას. 

ასევე იხილეთ