WSJ: ტრამპი შეეცდება დაარწმუნოს პუტინი, დათანხმდეს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში
დღევანდელი საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეეცდება დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს.
მაგრამ, როგორც The Wall Street Journal (WSJ) წერს, პუტინი, დიდი ალბათობით, თანხმობის სანაცვლოდ უკრაინას ტერიტორიულ და სხვა დათმობებს მოსთხოვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს და გამორიცხავს ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე, რაც სწორედ კიევისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მთავარი დებულებაა სამშვიდობო შეთანხმებაში.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპის მთავარი მიზანია შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ის ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე, დათმოს მისი ზოგიერთი ტერიტორია ან წვდომა ეკონომიკურ ან ინდუსტრიულ ობიექტებზე მშვიდობის მისაღწევად.