Bloomberg: ერდოღანი ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს, რომელიც თეთრ სახლში აპრილში იგეგმება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს, რომელიც თეთრ სახლში აპრილის თვეში იგეგმება. ამის შესახებ Bloomberg-ს წყაროებმა განუცხადეს.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ერდოღანი ფიქრობს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისთვის იმ ფონზე, როდესაც თურქეთი ცდილობს, გახდეს წამყვანი შუამავალი უკრაინიდან სირიამდე საკითხების გადაწყვეტაში.
ერდოღანის ადმინისტრაციამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ცნობისთვის, 16 მარტს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, გააუქმოს სანქციები, რომელიც მისი პირველი ვადის განმავლობაში დაწესდა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე, რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გამო.
მან ასევე მოითხოვა თურქეთის ხელახლა ჩართვა F-35 ავიაგამანადგურებლების შემუშავების პროგრამაში და ახალი F-16-ების გაყიდვის შესახებ შეთანხმების დასრულება.