top_leaderboard

მოსკოვის პროკურატურა ბორის აკუნინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს განიხილავს

მოსკოვის პროკურატურამ ცნობილის მწერლის, ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) საქმე საგამოძიებო ორგანოებს გადასცა, რათა გადაწყდეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

აკუნინი-ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საბაბი შეიძლება გახდეს მის მიერ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის შეუსრულებლობა.

აკუნინი ორჯერ ამ კანონმდებლობის შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაისაჯა და მას ჯარიმა დაეკისრა. პროკურატურა იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის გარეთ მყოფმა აკუნინმა ერთ-ერთი მესენჯერით მასალა გამოაქვეყნა და არ მიუთითა, რომ ის გავრცელებულია ფიზიკური პირის მიერ, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებს.

2023 წლის დეკემბერში ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) წინააღმდეგ რუსეთის ჯარზე ფეიკების გავრცელებისა და ტერორიზმისკენ მოწოდების გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

2024 წლის იანვარში აკუნინი-ჩხარტიშვილზე რუსეთის შს სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა. რუსეთში აკუნინის წიგნებს აღარ ყიდიან, ხოლო თეატრები მისი ნაწარმოებების მიერ შექმნილ სპექტაკლებს აუქმებენ.

ასევე იხილეთ