NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ სრულად ენდობა ტრამპის უნარს, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე „სრულად ენდობა“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უნარს, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
მარკ რუტეს თქმით, კარგია, რომ უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ ტრამპი ძალიან ენდობა პუტინს.
„ის [ტრამპი] ძალიან კარგად იცნობს პრეზიდენტ პუტინს. ასე რომ, ტრამპმა იცის, როგორ უნდა დარწმუნდეს, რომ გარიგების მიღწევას შეძლებს. მე ამის მჯერა“, – დასძინა მან.