top_leaderboard

თურქეთში სტამბოლის მერი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ეკრემ იმამოღლუ დააკავეს. ის თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძირითად ოპონენტად ითვლება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პოლიციამ იმამოღლუ საკუთარ სახლში დააკავა. ამჟამად ის უწყების შტაბ-ბინაში იმყოფება. თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის მერის დაკავება კორუფციული დანაშაულების გამოძიებას ეხება.

ეკრემ იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნებში ერთი წლის წინ გაიმარჯვა. მაშინ თურქეთის 30 რეგიონში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში, ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ასევე იხილეთ