Reuters: ბელგოროდის რეგიონში ვითარება რთულია
ვითარება რუსეთის ბელგოროდის რეგიონში უკრაინის საზღვარზე კვლავ რთულია, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორზე ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტროს სამსახურები და სასაზღვრო სამსახურები თავიანთ დავალებებს ასრულებენ. ჩვენი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა. კრასნოიარუჟსკის რაიონში ვითარება კვლავ მძიმეა. დაბომბვის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 4 ადამიანი დაშავდა“, – დაწერა გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე.
Reuters-მა დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა ინფორმაცია. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია.