top_leaderboard

რუსულმა ძალებმა ხერსონს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს – არის მსხვერპლი

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი კაცი და დაშავდა 19 წლის ბიჭი, – აღნიშნულის შესახებ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე იტყობინება.

„ხერსონის რუსული საარტილერიო შეტევის შედეგად კაცმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს. დაშავდა კიდევ ერთი 19 წლის ბიჭი. ის ამჟამად საავადმყოფოშია“, – აცხადებს პროკუდინი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქში 25 დასახლება და თავად რეგიონული ცენტრი მოწინააღმდეგის ცეცხლისა და საჰაერო დარტყმების ქვეშ მოექცა.

ასევე იხილეთ