ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო კვირებში პუტინს რამდენჯერმე ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ბოლო კვირებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რამდენჯერმე ესაუბრა. ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა Washington Examiner-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ძალიან კარგი საუბარი იყო. ეს არის კარგი საქმის დასაწყისი. დასაწყისი სამი ან ოთხი კვირის წინ იყო. მე პუტინს რამდენჯერმე ვესაუბრე და ეს ამ ზარით არ დაწყებულა. ჩვენ სხვა საუბრებიც გვქონდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუა რა ამ საუბრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელებული, ტრამპმა უპასუხა: „არა, მაგრამ ეს პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა. რომ არ ყოფილიყო პოზიტიური დინამიკა, მაშინ მე ამის შესახებ არც ვისაუბრებდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.