top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე: ევროკავშირში გაწევრიანება იყო ერთ-ერთი თემა, ასევე, საუბარი გვქონდა ომზე, ოკუპაციაზე. მოგვილოცოს არჩევნებში გამარჯვება და გვითხრეს, რომ მზად არიან გააქტიურონ ორმხრივი ურთიერთობები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტშია. დილიდან რუმინეთის პარლამენტში კოლეგებთან შეხვედრებს მართავენ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები.

როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რუმინელ კოლეგასთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

„ევროკავშირში გაწევრიანება იყო, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თემა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და ჩვენ უთხარით მას, რომ 2030 წელი არის ის მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული იმისთვის, რომ გადმოვიტანოთ ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირში არის. მისი მხრიდან იყო ზუსტად ასეთი პასუხი, რომ ხუთი წელი ასეთ ვითარებაში შეიძლება ბევრიც კი იყოს იმიტომ, რომ ძალიან დინამიკურად ვითარდება მოვლენები ჩვენს ირგვლივ. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ასევე ომზე, საუბარი გვქონდა ოკუპაციაზე, საუბარი გვქონდა ეკონომიკურ პროექტებზე და ჩვენ რუმინეთთან გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. მოგვილოცოს არჩევნებში გამარჯვება და გვითხრეს, რომ ისინი მზად არიან გააქტიურონ, როგორც საპარლამენტო, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ