top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციაში სრული ქაოსია, სალომე ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, თამარ მეფეა თუ მოღალატე

„ოპოზიციაში სრული ქაოსია, სალომე ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, თამარ მეფეა თუ მოღალატე, ინსტრუქციების გარეშე დარჩენილები კინკლაობაზე არიან გადასული“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ევრობიუროკრატები დაკავებული არიან გაცილებით მასშტაბური საკითხებით, ვიდრე რადიკალური ოპოზიციისთვის „მესიჯბოქსების“ და ინსტრუქციების გამოშვებაა“.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები „ერთმანეთისადმი დიდი სიმპათიით არ გამოირჩევიან“.

ნაციონალური მოძრაობა“ შეშინებულია, მით უმეტეს, საგამოძიებო კომისიის მუშაობის გამო. ბოლომდე გამარგინალიზებულია და თითქოს, რაღაც ახალი დღის წესრიგის შეთავაზებას ცდილობენ. თან მათი უცხოელი უფროსებისგან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიმართ „მესიჯბოქსებიც“ აღარ მიდის, რადგან ევრობიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატები დაკავებული არიან გაცილებით მასშტაბური საკითხებით, ვიდრე რადიკალური ოპოზიციისთვის „მესიჯბოქსების“ და ინსტრუქციების გამოშვებაა. სრული ქაოსია.

სალომე ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, თამარ მეფეა თუ მოღალატე. ინსტრუქციების გარეშე დარჩენილები კინკლაობაზე არიან გადასული. ოთხივე პარტიის შემადგენლობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიით არ გამოირჩევიან. ვიდრე ახალი ინსტრუქცია წამოვა, თავიანთი ინსტრუქციებით გამოდიან, მაგრამ როგორც კი უცხოეთიდან ახალი ბრძანება იქნება, ისინი ამას დაემორჩილებიან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ