ირაკლი ზარქუა: როდესაც ხარ უპრინციპო, უთავმოყვარეო, არცერთ ქვეყანაში არ უნდიხართ, ჩვენი უსამშობლოები კი ამათ გვერდში იყენებენ
„როდესაც ხარ უპრინციპო, უთავმოყვარეო, არცერთ ქვეყანაში არ უნდიხართ, ჩვენი უსამშობლოები კი ამათ გვერდში იყენებენ“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის თბილისში ვიზიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ის საქართველოს მეგობარი არასდროს ყოფულა.
„განსაკუთრებით, ბალტიისპირელების მიმართულებით არის ძალიან დიდი აქცენტირება გაკეთებული, საქართველოში მყოფი უსამშობლოები ჰყავთ მობმული და ისინი დირიჟორობენ. გახსოვთ ხომ შაჰინი, პოლიტიკიდან მიდის.
არასდროს არ ყოფილა ის საქართველოს მეგობარი. ის იყო ამ მარგინალი ჯგუფების მეგობარი. ამათი მეგობრები იყვნენ ის ჟიგმანტუსები, გიჟმანტუსები, ხელმოცარულები. საკუთარ ქვეყანაში ნდობა და მხარდაჭერა არ ჰქონდათ, ჩამოეშალათ ხუხულასავით ის მთავრობები და აქ დაასრულეს პოლიტიკა რუსთაველზე.
როდესაც ხარ უპრინციპო, უთავმოყვარეო, არცერთ ქვეყანაში არ უნდიხართ. ჩვენი უსამშობლოები კი ამათ გვერდში იყენებენ“, – აღნიშნა ზარქუამ.