უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 175 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა, ასევე კიდევ 22 მებრძოლი სახლში ბრუნდება გაცვლის მიღმა განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში.
„მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები და მეომრები, რომლებსაც რუსეთი გამოგონილი დანაშაულებისთვის დევნიდა. ყველას დაუყოვნებლივ გაეწევა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლაა.