top_leaderboard

ანრი ოხანაშვილი მოადგილეებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს სანოტარო სფეროს აქტუალური საკითხები, ასევე, სამომავლო გეგმები და ინიციატივები.

იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც გაეცნო და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე იხილეთ