top_leaderboard

პრემიერი: საბოტაჟი და მტრული საქმიანობის ხელშეწყობა ხდებოდა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ, პირდაპირ საუბარი ჰქონდათ ომზე, სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე

საბოტაჟი და მტრული საქმიანობის ხელშეწყობა ხდებოდა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ, პირდაპირ საუბარი ჰქონდათ ომზე, სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, იყო ფაქტები, როდესაც კონკრეტული ადამიანი დახურულ კარს მიღმა ითხოვდა ომში ჩართვას, იღებდა უარს, გარეთ გამოდიოდა ოპოზიცია და ქუჩიდან ითხოვდა იმავეს, რითაც ზეწოლა ხორციელდებოდა ხელისუფლებაზე.

„ითხოვდა სანქციებთან მიერთებას, არ ვაკეთებდით, მეორე დღეს გამოჰყავდა ქუჩაში ოპოზიცია, ითხოვდა იგივეს. მებრძოლი მოხალისეები, 2 თვითმფრინავი არ გავუშვით, გამოიყვანეს მეორე დღეს ქუჩაში ოპოზიცია, მოათხოვნინეს იგივე. არის მტრულ საქმიანობაში ხელშეწყობა? რა თქმა უნდა, არის. შემდეგ, შეგახსენებთ კანდიდატის სტატუსს. თითქმის 2-წლიანი კამპანია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ეს ხომ არქივში დევს. ტელევიზიის არქივი რომ ამოიღო, პირდაპირ ხელის გულზე დევს. 2 წლის განმავლობაში მთელი რადიკალური ოპოზიცია, ეს ოთხივე პარტია, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. პირდაპირ აცხადებდნენ ერთსა და იმავე რამეს, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, არ ვიმსახურებდით და ა.შ. ისინი ხომ აღიარებდნენ, რომ თან ეს იყო არა რაღაც პოლიტიკური ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ეროვნული ამოცანა. პირდაპირ ეროვნული ამოცანის წინააღმდეგ მიდიოდნენ, საკუთარივე გამოცხადებული ეროვნული ამოცანის წინააღმდეგ და 2 წელი ეუბნებოდნენ ევროკავშირს, რომ არ უნდა მოეცათ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი, თან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. 2022 წლის ივნისში მოთხოვნებიც კი არ იყო, მოთხოვნების გარეშე განიხილებოდა კანდიდატის სტატუსი. რომ მიდიოდი და ეუბნებოდი ევროკავშირს, საჯაროდ ხდებოდა ეს ყველაფერი, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, არის თუ არა ეს მტრული საქმიანობის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში მოხდა რა, Deep State-ი ადგა, გამოიყენა ევროკავშირის სტრუქტურები, ჩინოვნიკები, არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ანუ ქვეყნის მიმართ მტრული გადაწყვეტილება იქნა რეალურად მიღებული Deep State-ის ჩარევით და ამის საფუძველზე სცადეს რევოლუციის მოწყობა. მერე კიდევ 1.5 წელი გაგრძელდა, 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის დეკემბრამდე ეს კამპანია, არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი, საბოტაჟი სამუშაო ჯგუფების და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ ხელის გულზე დევს – მტრული საქმიანობის მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ