top_leaderboard

ოთარ კიტეიშვილი: ჩემთვის საქართველოს ნაკრების კაპიტნობა ახდენილი ოცნებაა

სომხეთთან გასამართი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.

როგორც ოთარ კიტეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნულ ნაკრების კაპიტნობა მისი ახდენილი ოცნებაა.

„რა თქმა უნდა, ეს არის განსაკუთრებული მომენტი ჩემთვის და ჩემს კარიერაში ვუკაპიტნო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ახდენილი ოცნებაა. 

„შტურმშიც“ კაპიტანი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ორმაგად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის და იმედია, ჩემი კაპიტნობა წარმატებული გამოდგება.

რთულია, შეცვალო ისეთი კაპიტანი როგორიც კაშიაა, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, – აცხადებს კიტეიშვილი.

ასევე იხილეთ