სანდრო მამუკელაშვილი: ვერ ვხსნი ახლა რას ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიზმარში ვარ. ამ თამაშს ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მათ ვუძღვნი, ვინც მხარს მიჭერს
უბრალოდ, ვერ ვხსნი ახლა რას ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიზმარში ვარ, – განუცხადა ჟურნალისტებს სანდრო მამუკელაშვილმა.
„ამ თამაშს ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მათ ვუძღვნი, ვინც მხარს მიჭერს. ვისწავლე, როგორ უნდა მქონდეს თავდაჯერებულობა და როდესაც საკუთარი თავის გჯერა, ყველაფერი გამოდის“, – აღნიშნა მან.
სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდის „სან ანტონიომ“ „ნიუ იორკი“ 120:105 დაამარცხა, მამუკელაშვილმა 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორიანი ჩააგდო.