top_leaderboard

აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეპიკური და ტრანსფორმაციული უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის ორი დღის წინ გამართულ სატელეფონო საუბარს ეპიკური და ტრანსფორმაციული უწოდა.

უიტკოფის თქმით, ვაშინგტონისთვის რუსეთთან ურთიერთობა კრიტიკული მნიშვნელობისაა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბირთვულ განიარაღებაზე პროაქტიული დიალოგი სასარგებლოა მთელი მსოფლიოსთვის.

„პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი იყო ეპიკური, ტრანსფორმაციული, პროაქტიული და შედეგებზე ორიენტირებული. რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის კრიტიკულია, რადგან ეს მრავალ რამეზე ახდენს გავლენას, მათ შორის ჩინეთზე, ირანზე და ახლო აღმოსავლეთზე. ამ ორი ლიდერის დაახლოება და დიალოგი ისეთ თემებზე, როგორიცაა ბირთვული განიარაღება, ძალიან დადებითი ფაქტია და სასარგებლოა მთელი მსოფლიოსთვის. პრეზიდენტ ტრამპს სჯერა მშვიდობის, ჩართულობის, რომ უკეთესი მსოფლიო შექმნას ყველასთვის. ამას, შესაძლოა, მოჰყვეს თავდაცვითი ხარჯების შემცირება მომავალში, რადგან ეს ფული შეგვიძლია უკეთეს რამეზე დავხარჯოთ და არა ომზე. ასეთია ტრამპის პოლიტიკა. უკრაინაში სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ შესაძლებელია პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის პირისპირი შეხვედრაც“, – თქვა უიტკოფმა.

ასევე იხილეთ