top_leaderboard

შოლცმა თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის მერის დაკავების გამო გააკრიტიკა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქალაქ სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას ძალიან ცუდი ნიშანი უწოდა და ამის გამო თურქეთის ხელისუფლება გააკრიტიკა.

ეს განცხადება შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე გააკეთა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სტამბოლის მერის დაკავება ცუდი ნიშანია თურქეთის დემოკრატიისა და ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის. გერმანიის მთავრობის თავმჯდომარემ ოფიციალურ ანკარას „საკითხის დაუყოვნებლივ დასრულება“ მოსთხოვა.

შოლცის თქმით, ბერლინმა და ბრიუსელმა უკანასკნელ წლებში თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეს. „ზუსტად ამიტომაა, რომ საკვანძო ოპოზიციური პოლიტიკოსის დაკავება, როგორიცაა სტამბოლის მერი, ძალია, ძალიან ცუდი ნიშანია“, – დასძინა მან.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ „ეს ცუდად აისახება თურქეთის დემოკრატიაზე და ევროპასა და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე“.

ცნობისთვის, გუშინ თურქეთში სტამბოლის მერი კორუფციისა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, რასაც დედაქალაქ ანკარაში დემონსტრაცია მოჰყვა. საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ასევე იხილეთ