პუტინის თანაშემწის განცხადებით, 24 მარტს ერ-რიადში უკრაინის საკითხზე რუს და ამერიკელ ექსპერტებს შორის კონსულტაციები გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით 24 მარტს რუს და ამერიკელ ექსპერტებს შორის კონსულტაციები გაიმართება.
„ჩვენ შევთანხმდით ბატონ მაიკ უოლცთან, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე ორმხრივ ფორმატში ჩატარდება პრეზიდენტების მიერ დანიშნული ექსპერტების მიერ. ეს კონსულტაციები გაიმართება ორშაბათს, 24 მარტს, ერ-რიადში“, – განაცხადა პუტინის თანაშემწემ.
ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების პირველი შეხვედრა გაიმართა.
ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.
რას შეეხება რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, რუსეთს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრიევი.