top_leaderboard

კვარაცხელია რომ „ნაპოლიში“ დარჩენილიყო, სერია A-ს ფინიში სხვაგვარი იქნებოდა, ახლა, სკუდეტოს ბედი გაურკვეველია – „ნაპოლისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი

„ნაპოლისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი კარეკა იტალიის ჩემპიონატში სკუდეტოსთვის ბრძოლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, ძალთა განლაგება საგრძნობლად შეიცვალა.

„ინტერი და „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებენ. გასულ ტურში „ნაპოლიმ“ ვენეციასთან უგოლოდ ითამაშა და ამან გული ძალიან დამწყვიტა, თუმცა, ასეთი რამეები ხდება და სიტუაციის დრამატიზირება საჭირო არ არის. საჩემპიონო დავიდან ატალანტას გამორიცხვაც არ შეიძლება. ამასთან, რთული საპროგნოზოა, რამდენად ძვირად დაუჯდება ინტერს ჩემპიონთა ლიგაში ბაიერნთან დაპირისპირება. ორ ფრონტზე ბრძოლა იოლი არაა.

მივიჩნევ, რომ ინტერი წელსაც საუკეთესო გუნდია, თუმცა, სხვებზე იმდენად ძლიერი არაა, როგორც – გასულ სეზონში. „ნაპოლიმაც“ უნდა გამოიღვიძოს, მაგრამ კვარაცხელიასა და ტრავმირებული ნერეშის გარეშე ამის გაკეთება რთული იქნება. ბრაზილიელი კი დაბრუნდება, თუმცა, ქართველის წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია.

კვარაცხელიასთან ერთად გუნდი სულ სხვანაირად თამაშობდა. ის მუდმივად შეტევაზე იყო ორიენტირებული და მაშინაც კი, როდესაც საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა, შეეძლო, მეტოქეებისთვის ბევრი პრობლემა შეექმნა. ის სხვა სტილის ფეხბურთელი იყო, მონოტონურ თამაშშიც კი ხალისი შეჰქონდა, თუმცა, ფეხბურთში ასეთი წესებია: კვარა უკვე პსჟ-ს წევრია.

პარიზელებმა მის შესაძენად დიდი ფული დახარჯეს და მხოლოდ ესეც კი აჩვენებს, რამდენად ღირებული მოთამაშე გახლდათ. კვარაცხელია რომ „ნაპოლიში“ დარჩენილიყო, სერია A-ს ფინიში სხვაგვარი იქნებოდა. ახლა, სკუდეტოს ბედი გაურკვეველია“, – აცხადებს „ნაპოლისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი

ასევე იხილეთ