top_leaderboard

Spiegel: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში საელჩო გახსნა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში საელჩო გახსნა. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიპლომატიური მისია ჯერჯერობით სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს. საელჩოს სრულად აღდგენამდე კი სირიას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს ესტუმრა.

ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის გარდამავალი მთავრობის ლიდერსა და წარსულში ტერორისტ, აჰმედ ალ შარაას, ბერბოკი რამდენიმე კვირის წინაც შეხვდა. რის შემდეგაც გერმანიამ სირიის გარდამავალ მთავრობას დახმარების სახით 300 მილიონი დოლარი გამოუყო.

ასევე იხილეთ