ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე: ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში იყოს სამართლიანი მიდგომა
ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. არც ჩვენ და არც რუმინეთის მხარე არ არის კმაყოფილი იმ ვითარებით, რომელიც არის შექმნილი. ვისაუბრეთ გამოსავლის ძიებაზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში იყოს სამართლიანი მიდგომა. ჩვენ არანაირი სხვა მოთხოვნა არ გვაქვს და ვთხოვეთ რუმინულ მხარეს, რომ ეს საკითხი გააჟღეროს საერთო ევროპულ შეხვედრებზე – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბუქარესტში ვიზიტს განაგრძობს.
მისი თქმით, რუმინელ კოლეგებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციასაც.
„, გვქონდა საუბარი ნატო-ში ინტეგრაციაზე. რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია ნატო-ში წევრობის მაგრამ, როგორც ხედავთ ნატო-ში წევრობის საკითხი ამ მომენტში დღის წესრიგში არ დგას გამომდინარე უკრაინაში მიმდინარეო მოვლენებიდან. ვისმენთ, რომ უკრაინა აღარ განიხილება ნატო-ში წევრად. ამ მიმართებაში ასევე, გვინდოდა, რომ რუმინეთის მხარისთვის გვეთხოვა, რომ ამ საკითხსაც ნათელი მოეფინოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დეპუტატები ბუქარესტში რუმინელ კოლეგებთან მართავენ შეხვედრებს. ქართულმა მხარემ რუმინეთის პარლამენტის წევრები საქართველოში მოიწვია.