გოგი ფუტკარაძე ოპოზიციაზე: ინსტიტუტების დაცვას უწოდებენ თავისუფლების შეზღუდვას მაშინ, როცა თვითონ მილიონებს ხარჯავენ სამართალდამრღვევების წახალისებასა და „დახელფასებაში“
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გოგი ფუტკარაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და რადიკალური ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებები, მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გადაფარვის მცდელობაა, რაც არ გამოუვათ.
„გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ვიცავთ წესრიგს, კანონით ვზღუდავთ რადიკალების დაფინანსებას და არ ვუშვებთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს. ქვეყანაში წესრიგის დამყარებას და ინსტიტუტების დაცვას უწოდებენ თავისუფლების შეზღუდვას მაშინ, როცა თვითონ მილიონებს ხარჯავენ სამართალდამრღვევების წახალისებასა და „დახელფასებაში“, – აღნიშნულია გოგი ფუტკარაძის განცხადებაში.