top_leaderboard

უკრაინამ რუსეთის სარატოვის რეგიონში, ენგელსის ავიაბაზაზე დრონებით დაბომბა

უკრაინამ რუსეთის სარატოვის რეგიონში, ენგელსის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, აღნიშნულ სამხედრო ავიაბაზას ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებისა და მშვიდობიან მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებდნენ.

ენგელსის ავიაბაზაზე იერიშებს აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა. რუსული მხარის ცნობით, დაშავდა 10 ადამიანი და რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ასევე იხილეთ