top_leaderboard

„ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან თელ ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

„ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ქალაქ თელ ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, სამი რაკეტა არაბული ანკლავის სამხრეთ რაიონიდან გაუშვეს, რის გამოც ცენტრალურ ისრაელში განგაშის სიგნალები ჩაირთო.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ერთი რაკეტა გაანეიტრალა, რომლის ნაწილები ქალაქ რიშონ ლეციონში ჩამოვარდა. ორი რაკეტა ღია ადგილას დაეცა.

რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ მალევე აიღო. „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, „ყასამის ბრიგადების“ განცხადების მიხედვით, თელ ავივის მიმართულებით „ემ 90“-ის ტიპის რაკეტები გაუშვეს, რადგან ისრაელის ხელისუფლება ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავს.

ასევე იხილეთ