ევროკავშირმა აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესება აპრილის შუა რიცხვებამდე გადადო
ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესება აპრილის შუა რიცხვებამდე გადადო.
ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
ევროკომისია გამოდიოდა ინიციატივით, რომ 4,5 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები პირველი აპრილიდან ამოქმედებულიყო, 13 აპრილიდან კი დამატებით ამოქმედდებოდა ტარიფები 18 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის იმპორტზე.
„ჩვენ ახლა განვიხილავთ ევროკავშირის კონტრზომების ორი ჯგუფის ვადების თანხვედრას, რათა ორივე სიაზე ერთდროულად შევძლოთ კონსულტაციების გამართვა წევრ სახელმწიფოებთან და ეს ასევე მოგვცემს დამატებით დროს ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ევროკავშირის კონტრზომების პირველი სერია მოიცავს ამერიკულ ბურბონზე 50%-იანი გადასახადის დაწესებას. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 200%-იან ტარიფებს დააწესებს ევროკავშირიდან ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის იმპორტზე, თუ ბლოკი ამ ზომას მიიღებს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ასევე გეგმავს საპასუხო ტარიფების ამოქმედებას 2 აპრილიდან გლობალური სავაჭრო სისტემის დასაბალანსებლად.