თეთრი სახლი: ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელს, რომელმაც ღაზაში ბრძოლა განაახლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, რამაც ფაქტობრივად დაასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასთან“.ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტმა თქვა, რომ „ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელს და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ბოლო დღეებში.“
„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განუცხადა „ჰამასს“, რომ თუ ისინი არ გაათავისუფლებენ ყველა მძევალს, ფასი მაღალი იქნება და სამწუხაროდ, „ჰამასმა“ გადაწყვიტა ადამიანების სიცოცხლით თამაში“, – აცხადებს ლევიტი.
თეთრი სახლის პრესმდივანმა თქვა, რომ არსებული ვითარება „მთლიანად ჰამასის ბრალია.“
ისრაელმა 19 მარტს ღაზას სექტორზე საომარი მოქმედებები განაახლა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.