მეტოქის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 1:0-ია.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშება თავის ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთმა და უკრაინამ აჯობეს, ხოლო ჯგუფში მეოთხე ადგილი ალბანეთმა დაიკავა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ.
საქართველოს ნაკრებში საკადრო პრობლემებია – თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ. ისინი 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ ნაკრებებს შორის გასამართ მეორე დაპირისპირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ეროვნულ გუნდში ერთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრებისთვის ერთი ახალწვეულია, სანაკრებო შეკრებაზე ვილი სანიოლმა პირველად მიიწვია დონეცკის „შახტარის“ კუთვნილებაში მყოფი 21 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე.