თეთრი სახლის პრესმდივანი ბაიდენის ადმინისტრაციას დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში ადანაშაულებს
თეთრი სახლის პრესმდივანი, ქეროლაინ ლევიტი თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ლევიტი X-ზე წერს.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის წინ დახოცა თითქმის 8 მილიონი ქათამი, რამაც გამოიწვია დეფიციტი და ფასების ზრდა. კვერცხის კრიზისი ბაიდენის კრიზისია, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი და სოფლის მეურნეობის მდივანი ბრუკ როლინსი პრობლემას გადაწყვეტენ,“ – წერს ლევიტი.