ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ასოციაციისა და კომიტეტის ხელმძღვანელებმა სიტყვით გამოსვლისას მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ხელმოწერის ცერემონია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მეშვიდე ეროვნული კონფერენციის ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაზე საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.