დავით შერაზადიშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს: თქვენი როლი საზოგადოების ინფორმირების პროცესში განსაკუთრებულია
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი შურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
„ყველა ჟურნალისტს და მედიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!
თქვენი როლი საზოგადოების ინფორმირების პროცესში განსაკუთრებულია. მოსახლეობამდე მიიტანო სწორი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მოითხოვს დიდპასუხისმგებლობას, პროფესიონალიზმსა და უდიდეს შრომას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს!“- წერს სოციალურ ქსელში დავით შერაზადიშვილი.