top_leaderboard

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სასწავლო სროლები უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს სასწავლო სროლები უტარდებათ. სწავლება თებერვლის თვეში დაიწყო და ამ დროისთვის კურსი 900-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

სწავლების მიმდინარეობისას მესაზღვრეები ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, მოვლის, უსაფრთხო გამოყენების უნარ-ჩვევებს განიმტკიცებენ და საბრძოლო მომზადების დონეს აიმაღლებენ. მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება.

სასწავლო სროლები შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების „სენაკი“, „სიმონეთი“, „ორფოლო“ სასროლეთებზე ტარდება.

ასევე იხილეთ