სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. ეს არის სამაგალითო გუნდი, რომლისგანაც სწავლა შეიძლება
საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. შედეგი სამართლიანია, მეტოქემ მოგება დაიმსახურა, – განაცხადა სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა. მან ერთა ლიგაზე საქართველო-სომხეთის მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„3 ინდივიდუალური შეცდომა სამ გოლად დაგვიჯდა. ქართველი ფეხბურთელები ბურთით ძალიან კარგად თამაშობენ. ეს არის სამაგალითო გუნდი, რომლისგანაც სწავლა შეიძლება. კონკრეტულად ერთ ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ, გუნდურად გამორჩეულია“, – აღნიშნა ჯონ ვან სხიპმა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.