top_leaderboard

გორში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შშმ პირების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა

გორში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შშმ პირების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა. ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღმა“ წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოს“ – ის მიხედვით დადგა. დასის 42 წევრიდან, 21 შშმ მსახიობია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე მსოფლიოში 2006 წლიდან აღინიშნება.

დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში მათ ასევე უფინანსდებათ სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურება, კვლევები, სამკურნალო – სარეაბილიტაციო კურსები და მედიკამენტები. გარდა ამისა, მერია თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მათთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სამედიცინო – სარეაბილიტაციო მომსახურებას.

ასევე იხილეთ