შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს. ეს დღე ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ ეს დღე აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს
გილოცავთ დღევანდელ დღეს ნოვრუზ ბაირამს. ვულოცავ ჩვენი მშვენიერი, მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ადგილობრივებს და საქართველოს თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს დღევანდელი დღე მიულოცა.
„ეს დღე, ნოვრუზ ბაირამი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე არის, არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც ეს დღე აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს. დღესაც აქ, მარნეულში ყველა ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, ახალი წლის შემოსვლას, გაზაფხულის, განახლების დღეს. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის არა მხოლოდ ბუნების გამოღვიძების, ბუნების განახლების დღე, არამედ ეს არის დღე, როდესაც ყველა უნდა დავფიქრდეთ საკუთარ თავებზე. დავფიქრდეთ, რომ ეს განახლება იგულისხმება, ასევე, ჩვენს გულში, ჩვენს სულში და ჩვენს ცხოვრებაში. გილოცავთ ყველას ამ დღეს. გვეცხოვროს ყველას მშვიდობიან, მთლიან და ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.