ტუსკი: უკრაინამ, ომის შედეგის მიუხედავად, პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიგო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინამ „ფასდაუდებელი“ დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის რუსული საფრთხის ფონზე. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის შესახებ ევროკავშირის „თეთრი წიგნი“ 2030 წლამდეა გათვლილი, ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ ამ დროისთვის რუსეთმა შეიძლება სხვა ევროპულ ქვეყანას შეუტიოს, ტუსკმა თქვა, რომ ასეთ გათვლებს არავინ აკეთებს.
თუმცა, პოლონეთის პრემიერის თქმით, მადლიერია, რომ მისმა დანიელმა კოლეგამ მეტე ფრედერიკსენმა შესთავაზა 2030 წელი, როგორც თარიღი, რა დროისთვისაც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობა „რადიკალურად უნდა გაიზარდოს“.
ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის წყალობით, რუსეთი არ იყო მზად ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის.
„უკრაინამ, ომის შედეგის მიუხედავად, პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიგო“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ეს უნდა გვახსოვდეს, როდესაც საუბარია დაღლილობაზე, განსაკუთრებით ლტოლვილებისგან, ან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე.
„უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი უმწეოა ამ გეგმებში დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ, რადგან უკრაინამ აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი“, – აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, „თეთრი წიგნი“, რომელიც ბრიუსელში 19 მარტს წარადგინეს, ასახავს ახალ მიდგომას თავდაცვის მიმართულებით და განსაზღვრავს ევროკავშირის საინვესტიციო საჭიროებებს. „თეთრ წიგნში“ წარმოდგენილია გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია შესაძლებლობების კრიტიკული ხარვეზების აღმოფხვრისკენ და ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის განვითარებისკენ.