top_leaderboard

ვულკანის ამოფრქვევის გამო კუნძულ ბალიზე ფრენები გადაიდო

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანი ლევოტობი ლაკი-ლაკის ამოფრქვევის გამო ფრენები გადაიდო. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

რეისების გადადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ვულკანის მიერ ამოფრქვეული ფერფლის სიმაღლე 8 კილომეტრამდე ავიდა.

ვულკანი ლევოტობი ლაკი-ლაკი 1703 მეტრ სიმაღლისაა და ორი მწვერვალი აქვს. ახლომდებარე სოფლებისთვის ვულკანი საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა შესაბამისი სამსახურები ადგილობრივ მოსახლეობას ძლიერი წვიმების ფონზე მოსალოდნელ ვულკანური ღვარცოფების შესახებ ატყობინებენ.

ცნობისთვის, ვულკანი ლევოტობი ლაკი-ლაკი ნოემბერში რამდენჯერმე ამოიფრქვა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი ევაკუირებული იყო.

ასევე იხილეთ