აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი აზიარებს ინფორმაციას, რომ „ტესლას“ ელექტრომანქანების დამტენ სადგურებზე მომხდარ ვანდალიზმში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანიდან სამი ტრანსგენდერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი აზიარებს ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ტესლას“ ელექტრომანქანების დამტენ სადგურებზე მომხდარ ვანდალიზმში ეჭვმიტანილი 4 ადამიანიდან სამი ტრანსგენდერი.
ბენცის თქმით, ძალადობრივ თავდასხმებში ტრანსგენდერების სიმრავლე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ აფინანსებს USAID-ი ტრანსგენდერებს მთელ მსოფლიოში.
„ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერი აქტივისტები ასე ხშირად მონაწილეობენ სასტიკ ტერორისტულ აქტებში (სროლა სკოლებში, არეულობა ქუჩებში, „ტესლას“ ავტომობილების დაწვა), გვიქმნის იმის წარმოდგენას, თუ დაზვერვის ცენტრალური სამმართველო (ბოდიში, USAID-ი) რატომ ასპონსორებს და მხარს უჭერს მთელ მსოფლიოში ამდენ ტრანსგენდერულ ქსელებს“, – დაწერა ბენცმა.