top_leaderboard

ნაუსედა: ლიეტუვა მზადაა, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს

ლიეტუვა მზად არის, უკრაინაში სამხედრო ძალები გაგზავნოს, ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ მისიის ფარგლებში. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში Bloomberg Television-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჩემი ქვეყანა მზად არის, უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ჯარების ძალიან კონკრეტულ რაოდენობაზე, მაგრამ ამ კოალიციის ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულება, უზრუნველყოს ეს მხარდაჭერა“, – აღნიშნა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს „ღია განზრახვა“, დაასრულოს რუსეთის სამწლიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებების „იმიტაცია“ შექმნა, პარალელურად კი უკრაინის ტერიტორიაზე შეტევები გააგრძელა.

ასევე იხილეთ