top_leaderboard

Bild: გერმანიას სამხედრო ობიექტების დასაცავად ჯარისკაცები არ ჰყოფნის

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ყაზარმების დასაცავად დაცვის კერძო კომპანიებს ქირაობს, რადგან მას ჯარისკაცები არ ჰყოფნის. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, შარშან გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ობიექტების დასაცავად დაქირავებულ ადამიანებზე 666 მილიონი ევრო დახარჯა.

2010 წლიდან ობიექტების დასაცავად სამოქალაქო კონტრაქტორების კვალიფიციური პერსონალი გამოიყენება“, – ციტირებს გამოცემა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს.

როგორც Bild-ი იუწყება, მას შემდეგ რაც გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გააუქმეს და მხოლოდ საკონტრაქტო ჯარი დატოვეს, სამხედროების რაოდენობა 250 ათასიდან 180 ათასამდე შემცირდა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებამდე ობიექტების დაცვაში წვევამდელები მონაწილეობდნენ. როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ობიექტების დაცვა ნაკლებად ხარჯიანია. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, 666 მილიონ დოლარად ორასზე მეტი Leopard 2 ტიპის ტანკის ყიდვა იყო შესაძლებელი.

ასევე იხილეთ