top_leaderboard

ბელგიის პრემიერი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე: ფანტაზიის სამყაროში არ ვცხოვრობთ, რეალურ სამყაროში ვართ, სადაც, თუ ვინმეს 200 მილიარდ ევროს წაართმევ, შედეგები დადგება

JPG resized with https://ezgif.com/resize

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ევროპის მიერ თითქმის 200 მილიარდი ევროს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია ომის აქტი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ საუბრისას, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი სისტემურ რისკებს შეუქმნის მსოფლიო ფინანსურ სისტემას და მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს.

„ჩვენ ფანტაზიის სამყაროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ რეალურ სამყაროში ვართ, სადაც, თუ ვინმეს 200 მილიარდ ევროს წაართმევ, შედეგები დადგება“, – აღნიშნა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.

დე ვევერის თქმით, არ უნდა მოხდეს გაყინული რუსული აქტივების საჯაროდ ისე წარმოდგენა, თითქოს ეს პუტინის პატარა ყულაბაა, რომელიც უბრალოდ ჩაქუჩით შეიძლება გატეხო, შემდეგ კი ფული ამოიღო და რაც გინდა იმაში დახარჯო.

ასევე იხილეთ